ტრენინგი თემაზე: საკონსტიტუციო სამართალწარმოება

22 ოქტომბერი 2018

იწყება რეგისტრაცია „საქართველოს დემოკრატიული ინივიატივის“ (GDI) მიერ ორგანიზებულ ორ დღიან  ტრენინგზე „საკონსტიტუციო სამართალწარმოება: თეორია და პრაქტიკული ასპექტები“.

ტრენინგები გაიმართება 6-7 (I ნაკადი) და 8-9 (II ნაკადი) ნოემბერს, თბილისში ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში.

 

ტრენინგებს გაუძღვებიან საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ექსპერტები: საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეთა წარმომადგენლობის კუთხით.

 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2018 წლის 2 ნოემრის ჩათვლით.

ტრენინგი აკრედიტირებულია „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სასწავლო ცენტრის მიერ (ტრენინგის გავლის და ტესტირების წარმატებით ჩაბარების  შემთხვევაში ადვოკატები მიიღებენ 10 კრედიტს).

 

როგორც ტრენინგის მიმდგინარეობისას, ასევე მისიდასრულების შემდგომ ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ უფასო კონსულტაცია სარჩელის მომზადებასა და სხვა კონსტიტუციურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

> საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი;
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი, განსჯადობა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი;
საკონსტიტუციო სამართალწარმოების დაწყება და საქმეთა განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტა; საქმეთა დასაშვებობის კრიტერიუმები;
ნორმატიული აქტის ცნება - საკანონმდებლო და სასამართლო განმარტება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილი სასამართლო სისტემაში; საერთო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა;
მთავარი სხდომა და საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტის წესი;
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული აქტები და მათი აღსრულების წესი. გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება.

 

ტრენინგები ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

დეტალური ინფორმაცია - ტრენინგის ჩატარების დრო:

  1. 6-7 ნოემბერი, 2018 წელი 10:00-17:15 (I ნაკადი)
  2. 8-9 ნოემბერი, 2018 წელი 10:00- 17:15 (II ნაკადი)
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა #33, II სადარბაზო, I სართული.
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2018 წლის 2 ნოემბერი.
  • ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი